სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 12237 ნახვა

ხანძარი იყო ქობულეთში სოფელ ლეღვაში. დამწვარია ჯინჭარაძეების საცხოვრებელი სახლი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. რა სახის დახმარებას გაუწევენ ჯინჭარაძეების 5 წევრიან ოჯახს, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში