აჭარის კონსტიტუცია - 5 მუხლი 30 -ის ნაცვლად

14 ოქტომბერი 2017, 00:00 1830 ნახვა

საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე გაიზიარა. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა,  რომ კონსტიტუციური კანონი ძალაში ძირითადი კონსტიტუციის შეცვლიან 5 დღის შემდეგ ამოქმედებულიყო.

უმაღლეს საბჭოს ახლა უკვე 6 თვეში მოუწევს აჭარის კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციურ კანონთან. მიღებულ ცვლილებებს კი პარლამენტს გადაუგზავნის. ახალ რედაქციაში 30-ის ნაცვლად 5 მუხლი დარჩა. გათვალისწინებულია ინსტიტუციური მოწყობის საკითხები. დასაშვები ხდება აჭარაში სამინისტროთა ოდენობის შემცირება ან გაზრდა.

ამავე კატეგორიაში