„ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა არის რევოლუციური“ - განცხადება ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ბათუმში გააკეთა. ამ წუთებში ზაზა ხატიაშვილი რეგიონში დასაქმებულ ადვოკატებს ხვდება. ის შეხვედრის მონაწილეებს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს და ახალ რეგულაციებს აცნობს. მისი განცხადებით უპრეცედენტოდ იზრდება ადვოკატის როლი და მისი დაცვის მექანიზმი მოსამართლის დაცვის ხარისხს უტოლდება.
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით,, ისინი მუშაობის ფრანგულ მოდელზე გადადიან, შეიქმნება სკოლა, რომლის გავლაც ადვოკატობის ყველა მსურველისთვის იქნება აუცილებელი.
„ასოციაციამ, ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტს საკანონმდეbლო წინადადებით მიმართა. კანონში დაცვის უპრეცედენტო ღონისძიება ჩაიდო. მივაღწიეთ იმას, რომ ადვოკატთა დაცვის ხარისხი მოსამართლისას გაუთანაბრდა. საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებებით კი ადვოკატის როლი გაიზარდა. ანალოგიური სისტემა მხოლოდ მსოფლიოს 5 ქვეყანაშია დანერგილი და მათ შორისაა საქართველოც. ეს გრანდიოზული წარმატებაა და გვინდა შეხვედრის მონაწილეეებს ინფორმაცია მივაწოდოთ“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.