შუახევში სალოტბარო სკოლა გაიხსნა. მსურველები უფასოდ შეძლებენ, ძველი ხალხური, ტრადიციული სიმღერების სიმღერებსა და გალობის შესწავლას. სალოტბარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კი სწავლას გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ შესაძლოა მსგავსი ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნას. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და შუახევში გამგეობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.