საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გიორგი მარგველაშვილი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთავაზობს, თავის მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და ბონუს სისტემის გაუქმება.
ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.