დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

03 ოქტომბერი 2017, 00:00 2164 ნახვა

• პოლიციელი, რომლის გადადგომასაც 11-12 მარტის აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, დღეს სასამართლოს წინაშე გამოკითხეს – კახაბერ ბუხრაძე არეულობის ორგანიზებაში ბრალს მერაბ ღოღობერიძეს სდებს და მასთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს – ჩვენება ნონა დიასამიძემ მოისმინა და პირდაპირ ეთერში მოგვიყვება დეტალებს ზუსტად ნახევარ საათში. 

• ქობულეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. დაზიანდა სახლები და ჩაიხერგა გზები – დატბორილი იყო ქუჩები, შეიზღუდა ელექტრო - ენერგიის და წყლის მიწოდება – სოფო მაკარაძე მუშაობს სტიქიის ზონაში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის მთავარში 9-ზე, გვეტყვის რა ეტაპზეა სალიკვიდაციო სამუშაოები.  

• ქვათაცვენა მაღალმთიან აჭარაში და საფრთხე, რომელზეც მოქალაქეები საუბრობენ. ვითარება ხულო -ადიგენის საავტომობილო გზის მონაკვეთზე განსაკუთრებით წვიმიან ამინდში რთულდება. გეოლოგები კლდის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობენ. ასევე, მოგიყვებით ქვების ჩამოცვენის მაგალითზე გზის ნაცვლად საცხოვრებელ სახლთან სოფელ დოხოძეებში, ჯინჭარაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს – სიუჟეტები ქედიდან და ხულოდან რამდენიმე წუთში. 

• “ბათუმი ცენტრალში” ავტომანქანებისთვის შესვლა გაძვირდა. სადგურში, რომლითაც “საქართველოს რკინიგზა” და შესაბამისად მგზავრები სარგებლობენ, შესვლის ფასი 2 ლარი გახდა. საუბარია მგზავრის ჩამოსხმის მიზნით რამდენიმე წუთით შესვლაზე და არა ავტომანქანის დგომაზე. ფაქტს მგზავრები და ტაქსის მძღოლები აპროტესტებენ. როგორ ხსნის გადაწყვეტილებას ბიზნესმენი და რას ამბობენ ეკონომიკის სამინისტროში? ემზარ დიასამიძე ამზადებს სიუჟეტს. 

ეს ამბები, ასევე, რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზი და სპორტი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი