მახუნცეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი კვლავ არადაპტირებულია, ,ასევე მოსაწესრიგებელია პარკის ტერიტორია. როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული ნაკადის კლების შემდეგ დაიწყება.
მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელია , საღორეთისა და ზესოფლის ციხეებთან მისასვლელი გზებიც. უგზოობისა და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო ტურისტებისთვის ქედაში დღემდე 20 ჩანჩქერი უცნობია. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის განმარტებით, დარჩენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელს ეტაპობრივად განხორციელდება.