ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ

29 სექტემბერი 2017, 00:00 4495 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის რომან კაკალაძის და ნანა კაკალაძე ამბობს, რომ ისინი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. არ აქვთ სასმელი წყალი და საკვები. „გუშინ საღამოს ციხეში რომას ველაპარაკეთ და დახმარება გვთხოვა, საჭიროების შემთხვევაში მოაწყვეთ აქციები და ეკონტაქტეთ ტელევიზიებსაც. ჩვენ 16 სექტემბერს საქართველოს მთავრობასა და  საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა დღემდე დახმარება არ გაუწევიათ. ინფორმაცია საკონსულოს წარმომადგენლებსაც მივაწოდეთ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები ამ დრომდე საპყრობილეში არ არავის მოუნახულებია“ - ამბობს ნანა კაკალაძე.

„მთავარის“ ჟურნალისტი ერთ-ერთ დაკავებულ მეზღვაურს,  ესაუბრა. რომა კაკალაძის თქმით,  სასამართლო პროცესი ორჯერ შედგა, თუმცა მათ არ ჰყავთ ადვოკატი, რომ თავიანთი უდანაშაულობა დაამტკიცონ. ბათუმელი მეზღვაური საქართველოს მთავრობას, თარჯიმნის აყვანის თხოვნით მიმართავს.

რომა კაკალაძე ალდამანიის ციხეში სამ ქართველ მეზღვაურთან ერთად იმყოფება. მათ შორისაა გემის კაპიტანი გენო კომახიძე. „ჩვენ ვართ ჯარისკაცები, რომლებიც ვასრულებთ დავალებას. კომპანიისგან გვქონდა ბრძანება, რომ დანიშნულების ადგილას მივსულიყავით და იქედან დაცვის თანამშრომლები აგვეყვანა. შემდეგ კი ლიბიის დედაქალაქში უნდა წავსულიყავით. გემზე დაცვის ნაცვლად, 5 შეირაღებული პირი ამოვიდა“ - იხსენებს კაკალაძე.

ლიბიაში, ტანზანიის დროში ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. მიზეზად არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობა დასახელდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი