მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, სარფის საბაჟოზე დაფიქსირდა ინციდენტი, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ჯენი კვანტალიანს და ოპერატორს ანდრია ქაჩიბაიას თურქმა მებაჟეებმა არ მისცეს პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება, მიაყენეს სიტყვირი და ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვგმობ ამ საქციელს, სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებ ჟურნალისტებს და მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი!