''არჩევნები 2017''-რადიო გადაცემა

27 სექტემბერი 2017, 00:00 2778 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებამდე 24დღე დარჩა. თემას ყველა მედიასაშუალება, მათ შორის რეგიონში მოქმედი, ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს. როგორია წინასაარჩევნო მედიაგარემო აჭარაში; შეიცვალა თუ არა რამე გაშუქების მხრივ, თუნდაც წინა არჩევნების შემდეგ; ქალთა ჩართულობა საარჩევნო სიებში და ზოგიერთი პარტიის დამოკიდებულება კვოტირების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით; რას ვაკეთებთ ჩვენ, ჟურნალისტები ქალების წარმოსაჩენად, რამდენად სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება; რა არის რეგიონში მცხოვრები (ქალაქად, სოფლად) ქალების მთავარი საჭიროებები და, ზოგადად, როგორია რეგიონული მედია გენდერულ ჭრილში?

ამ და სხვა კითხვებს გადაცემაში „ქალი და არჩევნები“ სტუმრები ირინე წუწუნავა - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების რეპორტიორი, სულხან მესხიძე - ტელეარხი-25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ბაჩო გურაბანიძე გადაცემის „დილის ტალღა“ ხელმძღვანელი უპასუხებენ. გადაცემა დღეს 17:10 სთ დაიწყება და მას ჟურნალისტი ტამილა დოლიძე გაუძღვება.

 გვისმინეთ პირდაპირ ეთერში ტალღაზე 104,5 და კითხვები დაუსვით გადაცემის სტუმრებს. სტუდიის ტელეფონის ნომერია 27 43 91.

ამავე კატეგორიაში