ქობულეთში, ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია მიმდინარეობს. საკულტო ნაგებობის რესტავრაციის პირველი ეტაპისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 100 ათასი ლარი გამოყო.
ფიქრობენ, რომ ეკლესიის აღდგენა, ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამავე სოფელთანაა კინტრიშის ხეობის უნიკალური ტყე. ზამთარი ამ სოფელში საკმაოდ გრძელი და მკაცრია, ამბობენ, რომ თოვლის სიმაღლე 7 მეტრს აღწევს, რაც გადაადგილების და კომუნიკაციის პრობლემას ქმნის. ქობულეთის იალაღები და კულტურული მემკვიდრეობა მთავარში.