ატრაქციონები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მოქალაქეების პროტესტი. წელს პირველად ბათუმის მერიამ სკვერებში ადაპტირებული საქანელები დაამონტაჟა, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. ნაწილმა ატრაქციონები თვითნებურად აიღო, მერია კი ხელახლა ამონტაჟებს.
რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ საქანელაზე ბავშვები დაშავდნენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები და ბავშვების უსაფრთხოება – რაში ხედავს მერია გამოსავალს, ისე რომ, არცერთი მხარე არ დაზარალდეს.