„დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისათვის“ - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერა და საქართველოს პოზიციების დაცვა - ნათქვამია განცხადებაში.