გიორგი  კვირიკაშვილი მექსიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

20 სექტემბერი 2017, 00:00 1682 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მექსიკელ ხალხს ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო თანაუგრძნობს და მხარდაჭერას უცხადებს. 

"მსურს, გამოვხატო მხარდაჭერა მექსიკელი ერის მიმართ, რომელსაც ახლა მიწისძვრის შედეგებთან უხდება გამკლავება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში, "ღია მმართველობის პარტნიორობის" მაღალი დონის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი