მახალაკიძეებში სოფლის დეტალურ გეოლოგიურ კვლევებს ითხოვენ

15 ივნისი 2016, 00:00 3559 ნახვა

სოფელ მახალაკიძეებში აჭარისწყალი ჯორჯიას წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობამ გადაკეტა გვირაბთან მისასვლელი გზა. აქციის განახლების მიზეზად გეოლოგიური ჯგუფის მიერ სოფლის ზედაპირულად შესწავლას ასახელებენ, რის მიხედვითაც, 21 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაყვანას ექვემდებარება. აქციის მონაწილეების თქმით,  მოსახლეობის ნაწილს მიზერული თანხა გამოუყვეს, რის აღებაზეც უარს აცხადებენ. აქციის მონაწილეები სოფლის დეტალურ გეოლოგიურ საინჟინრო კვლევას მოითხოვენ. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება

ამავე კატეგორიაში