შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა. ზვიად დიასამიძემ ამის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.
''მთავართან'' სატელეფონო საუბარში კი აღნიშნა, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. “მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ ტარიელ ებრალიძეს, ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს ვისთანაც ერთად წლების განმავლობაში ვშრომობდი.... მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ... ბატონ რამაზ ჯინჭარაძეს... ყველას ვინც გვერდში მედგა” - დაწერა სოციალურ ქსელში ზვიად დიასამიძემ.