ბორჯომისა და ატენის ხეობებში ხანძრის ლოკალიზაცია - ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მათ უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი -საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ.
625 ლარის ოდენობის პრემია ათას 374-მა ჯარისკაცმა მიიღო. 100 სამხედრო მოსამსახურეს „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ მედალი, ხოლო 42 სამოქალაქო პირს მადლობის სიგელი გადაეცა.
სამხედროები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია - ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.