ბათუმში, ჭავაჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი მოსაცდელთან ხეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახევარი საათის განმავლობაში ჭავჭავაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძველზე აღიძრა.