სააკაშვილს უკრაინის საზღვართან მომხრეები ელოდებიან

10 სექტემბერი 2017, 00:00 2156 ნახვა

გუშინდელი დღიდან, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მომხრეები, “კრაკოვეცის” სასაზღვრო პუნქტთან იმყოფებიან, დღეს მათი კიდევ რამდენიმე კოლონა შეუერთდა. შეკრებილები იმედს გამოთქვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს მალე შეხვდებიან.

სასაზღვრო პუნქტთან დილიდან  გამოჩნდნენ სამხედროები, მოხალისეები და სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ისინი ამბობენ, რომ თუ ადგილი ექნება პროვოკაციებს კანონის ფარგლებში იმოქმედებენ. მიხელ სააკაშვილის საზღვარზე მისვლამდე პოლიტიკური განცხადებები მისმა თანამოაზრეებმა გააკეთეს, მათი განცხადებით არ არსებობს  არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი იმისა, რომ სააკაშვილი უკრაინაში არ შეუშვან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი