მეხანძრე-მაშველები შავნაბადას მთაზე მონიტორინგს აგრძელებენ

10 სექტემბერი 2017, 00:00 2785 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთის ფერდობზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. რთულ რელიეფურ ზონაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 700-მდე თანამშრომელმა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში აწარმოა.

ამ დროისთვის, ცოცხალმა ძალამ უკვე დაამუშავა ნახანძრალი ტერიტორია, გადაისინჯა დეტალურად და გადაეცა მეტყევეებს.ამ წუთებში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე რჩებიან მეხანძრე -მაშველთა რამდენიმე ჯგუფი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. პრევენციული ღონისძიებები და მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი