პლენარული სხდომა 16 ივნისს გაიმართება

14 ივნისი 2016, 00:00 4183 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომელსაც 16 ივნისს ჩანიშნულ პლენარულ სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ. დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს: ირაკლი ჯაშის ინიციატივაზე, რომელიც უსჯოს თავმჯდომარისა და წევრის არჩევას 11-ის ნაცვლად 7 ხმით ითვალისწინებს. ასევე, ისაუბრეს, კანონში შესატან იმ ცვლილებებზე, რომელიც უსკოს წევრისა და თავმჯდომარის არჩევისას კომისიის დაკომლექტებაში არასამრთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ეხება. ინიციატივას არ ეთანხმება ალექსანდრე ჩიტიშვილი, იგი აცხადებს, რომ მესამე სექტორის წარმომადგენლები მონიტორინგს უნდა უწევდნენ პროცესებს და არა გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სხდომაზე მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებაც ისაუბრეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი