ავღანეთში  სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

06 სექტემბერი 2017, 00:00 2305 ნახვა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა - ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. უფროსს ლეიტენანტს ოპერაცია უტარდება.

„დაჭრილები, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროები არიან. დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას ამ დროისათვის ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი