საქართველოს სახალხო დამცველი - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

06 სექტემბერი 2017, 00:00 1792 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე  და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა  ხვალ გაგრძელდება, სადაც აღნიშნული პირების სარჩელს განიხილავენ. 

მოსარჩელე მხარე რამდენიმე პუნქტის შეცვლას ითხოვს.    ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განსახორციელებლად, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობას,  აგრეთვე, სააგენტოსათვის ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და შენახვის უფლებამოსილების მინიჭებას ასაჩივრებენ.
მათი მტკიცებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, მონაცემების შეგროვებაზე პროფესიულად დაინტერესებულ ორგანოს მსგავსი უფლებები და შესაძლებლობები არ უნდა ჰქონდეს. 

მოსარჩელე მხარის აზრით, სააგენტოს საქმიანობაზე  ეფექტური გარე კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რაც  ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის რისკებს ზრდის. ისინი  სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობას ითხოვენ.საქმეს  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს განიხილავს. სხდომა ხვალ, 12:00 საათზე ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი