სახალხო დამცველი პროკურორს პასუხობს

06 სექტემბერი 2017, 00:00 1931 ნახვა

სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის“ პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო განცხადებას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი  მოუწოდებს პატივი სცეს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მანდატს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი აღჭურვილია სრული უფლებამოსილებით, სასამართლო პროცესის მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე გააცნოს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ თავიდანვე შეზღუდა ბრალდებულის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილით და სურდა საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარმართულიყო. უჩა ნანუაშვილმა ამ ეტაპზე მხოლოდ საქმის გამოძიებაში დაშვებული ხარვეზები მიმოიხილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი