ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორის, ენვერ ხალვაშის სარჩელს განიხილავს. ხალვაშის საქმეზე სასამართლო პროცესები 2005 წლიდან მიმდინარეობს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბრძანებით, 2005 წელს ბობოყვათში 5 ჰექტარი მიწის ფართობი ფიზიკურ პირს, ივანე მარტიაშვილს მიყიდეს, რომელშიც ენვერ ხალვაშის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მოექცა. ამჟამად სახლი საჯარო რეესტრში ენვერ ხალვაში საკუთრებას წარმოადგენს, მაგრამ საკომლო ჩანაწერების მიხედვით მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე საჯარო რეესტრი უარს იმ მოტივით ეუბნება, რომ სხვის საკუთრებასთან გადაფარვაშია. სასამართლო პროცესი 29 სექტემბრისთვის გადაიდო.