წელათის ტყეში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „შუბნის თემის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წელათის ტყეში, ხანძარი დაახლოებით 50 კვადრატულ მეტრზეა და ფიქსირდება 3-4 კერა.
''დეტალურ ინფრომაციას ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება არ ფლობს. გამგებელი ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ შავნაბადის მთაზე ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი უკვე დატოვა და შუახევისკენ გაემართა. ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან მეხანძრე-მაშველები. გამგეობის ინფორმაციით ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 3 კმ მოშორებითაა. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.