ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე

04 სექტემბერი 2017, 00:00 1875 ნახვა

ზემო არჩევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ გამყოფი ხაზის მიღმა გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძარი სოფლების, ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა. ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, აქედან, ორი მორიგეობდა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოსთან, რომელიც ხანძრის კერასთან საკმაოდ ახლო მანძილში მდებარეობს.

მთელი ღამის განმავლობაში, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები. შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადებით, ქართულმა მხარემ დე ფაქტო ცხინვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა, თუმცა, აღნიშნულ წინადადებაზე პასუხი არ მიუღიათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი