8 ადამიანი დაიჭრა თურქეთის დასავლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად

31 აგვისტო 2017, 00:00 2325 ნახვა

,,ჰურიეთ დეილი ნიუსის" ცნობით, ინციდენტი პროვინცია იზმირის ბუჩას რაიონში, ციხის ავტობუსის გავლისას მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის კონტეინერში იყო განთავსებული, რომლის მახლობლადაც ავტობუსმა ჩაიარა. აფეთქების ადგილას უსაფრთხოების ძალები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობენ. ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი