ასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქე საქართველოში – 30 აგვისტო იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღეა. საქმე გამოუძიებელია, ერთ-ერთი გაუჩინარებული კი დღემდე არ უპოვიათ აჭარაში. ეს 2013 წლის გვისტოში, ზუსტად 4 წლის წინ ახალშენიდან გაუჩინარებული მეთორმეტე კლასის მოსწავლე დარეჯან დიასამიძეა.
იძულებით გაუჩინარებულთა დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის აპარატი საქართველოს ხელისუფლებას საქმეების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.