უკანონო მშენებლობა ოკუპირებულ ცხინვალში

29 აგვისტო 2017, 00:00 2221 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნანგრევებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს. ოკუპირებულ ცხინვალში რესტორან „პოდმოსკოვიეს“ მშენებლობისას განადგურდა ჩვ.წ.აღ-მდე III – II ს.ს ძეგლი, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ტაბუევამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რესტორანი 2009 წელს წელს აშენდა, თუმცა მათთვის ინფორმაცია მშენებლობის პროცესში აღმოჩენილი ნივთები, ნანგრევებისა და სამარხების შესახებ ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. დე ფაქტო კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელის განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონში მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია. უძველესი ძეგლზე აშენებული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაზვერვო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოინიშნება გარკვეული მონაკვეთი, არქეოლოგიური კვლევისთვის და ნებისმიერი სახის მშენებლობა, მსგავს ტერიტორიებზე აიკრძალება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი