დღესვე საკრებულომ ის ადგილები გამოყო, სადაც საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება ნებადართულია. ასეთი სულ 65 ლოკაციაა.
სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია ადმინისტრაციულ შენობებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და საჯარო დაწესებულებებზე. წელს თითო ლოკაციაზე პარტიებს 2-ის ნაცვლად ერთი ბანერის განთავსება შეეძლებათ. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის პრეტენზია მოჰყვა.