ტრადიციული სახალხო ზეიმი გაიმართა დაგვაშიც. სოფელში უკვე მე-11 წელია მარიამობის დღესასწაული საზეიმო შეკრების მიზეზია. წლების წინ ქობულეთიდან საბერძნეთში წასული ოჯახები, ამ დღეს მშობლიურ სოფელში ბრუნდებიან და თარიღს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. საზეიმო კონცეტრთან ერთად გაიმართა ადგლობრივი მხატვრების უძველესი ნახატების გამოფენაც, დაჯილდოვდნენ საპატიო დაგველები.
დაგვას სახალხო დღესასწაული წელს ქობულეთის გამგეობამ არ დააფინანსა, რის გამოც ღონისძიებების მასშტაბები შემცირდა. გასული წლისგან განსხვავებით კონცერტი სცენის გარეშე ჩატარდა, საპატიო დაგველები კი მედლების ნაცვლად სიგელებით დაჯილდოვდნენ. დაგვას კულტურის სახლში განაცხადეს, რომ ქობულეთის კულტურის ცენტრმა სოფლის ადგილობრივი ანსამბლი საზეიმო პროგრამაში არ ჩასვა. რატომ არ დაფინანსდა წელს დღესასწაული ამაზე გამგებელს პასუხი არ აქვს, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით კი ადგილობრივი გუნდის 4 ნომრიდან 2 გაუმართავი და მოუმზადებელი იყო, პროტესტის ნიშნად კი უარი გუნდის ხელმძღვანელმა თქვა.