პრეზიდენტის მილოცვა

27 აგვისტო 2017, 00:00 1805 ნახვა

აბიტურიენტებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა მილოცვა “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა. იწყება ახლის შეცნობისა და ახალი გამოცდილების შეძენის პროცესი, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თქვენი შესაძლებლობების განვითარება.

ღრმად მწამს, რომ სტუდენტობის პერიოდში მიღებულ ცოდნას და შესაძლებლობებს ჩვენი საზოგადოების განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობისა და წინსვლისათვის გამოიყენებთ. წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ. ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში