უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვისტო 2017, 00:00 2090 ნახვა

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მთავარი ეროვნული დღესასწაული კიევში გრანდიოზული აღლუმით აღნიშნეს, რომელშიც მონაწილეობა უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს სამხედრო მოსამსახურეებმაც მიიღეს.

აღლუმში მონაწილეობდა ქართული ოცეულიც. კიევში ჩასვლას გეგმავდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც, თუმცა სტიქიურ უბედურებასთან  დაკავშირებული შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო ლევან იზორია უკრაინაში ვერ გაემგზავრა.

ქართულ დელეგაციას კიევში მისი მოადგილეები ლელა ჩიქოვანი და გიორგი ბუთხუზი ხელმძღვანელობენ. კიევში იმყოფება ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი