ურეკში სტიქიას ებრძვიან

23 აგვისტო 2017, 00:00 2422 ნახვა

ურეკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ და ქარმა დაბაში, მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტროსადენები. ამ დროისთვის, ოზურგეთის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, ურეკს დენი არ მიეწოდება. შეფერხებულია შიდა გზებზე გადაადგილებაც.
„უსაფრთხოების მიზნით, ელექტროენერგია გავთიშეთ. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები, რამაც სადენები დააზიანა. ამ დროისთვის, ძლიერი წვიმაა, თუმცა რომელიმე სახლის დატბორვაზე ინფორმაცია არ შემოგვსვლია. სამაშველო სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული“,-აცხადებს ჭანუყვაძე.
ოზურგეთის გამგებლის ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა შეკვეთილში არსებულ მდგომარეობაზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი