ტურისტული ინფრასტრუქტურა  ბეშუმში 

20 აგვისტო 2017, 00:00 3501 ნახვა

კურორტ ბეშუმში გასულ წელთან შედარებით ტურისტების რადენობა 70 %-ით გაზრდილია. როგორც ხულოს გამგეობაში ამბობენ კურორტზე არსებული კოტეჯებისა და კერძო სახლების უმეტესობა დაკავებულია. წელს ბეშუმში ასულ ტურისტებს ახალი მარშრუტი გოდერძი-მწვანე ტბის მიმართულებით დახვდათ. ვიზიტორები ბეშუმში ძირითადა მთის ლანდშაფტით, ადგილობრივი კერძებით, განსხვავებული კლიმატური პირობებით და სამკურნალო წყლებით ინტერესდებიან, კურორტზე ტურისტული სეზონი ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბეშუმში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ 3 ათას ლარზე მეტი იხარჯება. თუმცა მთავარ პრობლემად კურორტთან მისასვლელი გზა რჩება. 

ამავე კატეგორიაში