ბარსელონაში ტერაქტისას დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

18 აგვისტო 2017, 00:00 2322 ნახვა

საქართველოს მოქალაქეების დაშავების თაობაზე ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ „ცხელ ხაზზე“ შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საკონსულოსთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი გარდაიცვალა, 100 მეტი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ტერაქტის განხორციელების ბრალდებით პოლიციამ 28 წლის დრის უკაბირი დააკავა, დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა.

ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ქვეითთა გზის სავალ ნაწილზე ავტომობილი შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს.

 ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: +995 32 294 50 50. “მთავარი” ბარსელონაში მყოფ საქარტველოს მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც ტერსქტის თვითმხილველია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი