ბათუმში, გაზგასამართ სადგურში აფეთქების ფაქტზე საგამოძიებო პროცესი გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების დეტალებზე არ საუბრობენ. აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და მიმდინარეობს გამოკითხვები. საქმე აღძრულია 240-ე პრიმა მუხლით, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად დაინგრა და დაიწვა ობიექტის ახლოს მდებარე 4 საცხოვრებელი სახლი, ასევე რამდენიმე სახლს დაუზიანდა ფასადი, დაიწვა სამი ავტომობილი. როგორც რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ობიექტი დაახლოებით ორი წელია ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.