გუშინდელი წვიმის შედეგად ქუჩების დატბორვის შესახებ “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე, 7 შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას ბათუმის წყალი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს, თუმცა სატელევიზიო კომენტარი ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.
დატბორვის მიზეზად უხვი ნალექის გამო დაგროვილი წყლის გადინების შეფერხებას ასახელებენ, თუმცა განმარტავენ, რომ ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს. გუშინ ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქის ნაწილი დაიტბორა. წყალი შევიდა 26 მაისის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტების პირველ სართულებზე. დაიტბორა ე.წ. ჭაობის დასახლება და ცენტრალური ქუჩებიც. მოსახლეობის ინფორმაციით, დატბორვის შედეგად მათ მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუღიათ.