დატბორვა ბათუმში

15 აგვისტო 2017, 00:00 3689 ნახვა

ერთ საათიანი გადაუღებელი, ძლიერი წვიმის შემდეგ ქალაქის ნაწილი დაიტბორა. დატბორილია რამდენიმე ქუჩის გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები. წყალი შევიდა ლერმონტოვის ქუჩაზე სავაჭრო ობიექტების პირველ სართულებზე.

დატბორილია ე.წ. ჭაობის დასახლება და ცენტრალური ქუჩები. ქალაქში ამ დროისთვის მოძრაობა გადატვირთულია, საცობია თითქმის ყველა ქუჩაზე. ბათუმის მერიაში გვეუბნებიან რომ, “ბათუმის წყლის” ცხელ ხაზზე გამოძახება არ შესულა და კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის ბათუმში აღარ წვიმს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში