ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით მილიონ 648 ათას ლარად გასხვისდა. კომპანია ვალდებულია ტერიტორიაზე მრავალნომრიანი სასტუმრო კომპლექსი და სხვადასხვა გასართობი ობიექტი განათავსოს.
აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილზე მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში უნდა დაიწყოს, ობიექტი ორ წელიწადში ჩაბარდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზღვისპირა ქალაქში დაახლოებით 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება