“ახალი სივრცე”

11 აგვისტო 2017, 00:00 2653 ნახვა

ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ აჭარის მაუწყებლის ეთერში. პირველი გადაცემა უმაღლესი საბჭოს საქმიანობის განხილვას დაეთმო. დისკუსიის თემა იყო რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა. გადაცემაში ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს მთავარ ფუნქციაზე - მთავრობის კონტროლის ეფექტიანობაზე.

აუდიტორიის სტუმრები იყვნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა განსხვავებულად შეაფასეს. იყო რადიკალური განცხადებებიც. ''ახალი სივრცის'' ერთ-ერთმა სტუმარმა უმაღლესი საბჭოს გაუქმებაც კი მოითხოვა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში