ბათუმში მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიების პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები, ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები უცვლელი მოთხოვნებით ისევ შეიკრიბნენ.
როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 28 დღეა უწყვეტი პროტესტით აქციის მონაწილეები უსკოს და ცესკოს ახალი შემადგენლობით საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩატარებას, დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას და იმ სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებზე იძალადეს.
ახალგაზრდებმა აჭარის მთავრობის სახლთან დაშვებული მოქალაქეების ბანერი გამოფინეს და დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას, აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე როდესაც ბათუმი კარგავს ევროპისგან დაფინანსებებს და ქვეყანაში კრიზისია, მერიის ღონისძიება იყო უადგილო.