აქცია დევნილების დასახლებაში

26 დეკემბერი 2024, 11:57 183 ნახვა

აქცია ბათუმში ე.წ. დევნილების დასახლებაში. აფხაზეთის ქუჩის მცხოვრებლები მათი კორპუსების მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. მათი ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტთან ახლოს სავარაუდოდ ცემენტის ქარხანა შენდება, რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მოსახლეობის თქმით, საცხოვრებელ ზონასთან ახლოს ქარხნის მშენებლობა ჰაერის დაბინძურებასა და სხვა პრობლემებს გამოიწვევს. პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა აქცია გამართეს და სახელმწიფო უწყებებისგან განმარტება მოითხოვეს.
მათივე თქმით, ადგილზე დასუფთავების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა ტერიტორიაზე არც საინფორმაციო დაფაა განთავსებული და მშენებლობის ნებართვის შესახებ სხვა უწყებებიც კონკრეტულ ინფორმციას არ აწვდიან.
ე.წ. დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლები ხელმოწესებსაც აგროვებენ და მერიასა და ეკონომიკის სამინისტროს უახლოეს დღეებში მიმართავენ. ჩვენ სახელმწიფო უწყებებთან ვარკვევთ - რა ტიპის დაწესებულება შენდება და გაცემულია თუ არა ნებართვა?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში