საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის საკონცერტო დარბაზში სანოტო გამოცემის „მერი დავითაშვილი - რჩეული ნაწარმოებები“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებული მერი დავითაშვილის 100 წლისთავს მიეძღვნა. სანოტო გამოცემა კომპოზიტორის სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებთა ოთხტომეულს აერთიანებს.
ღონისძიებაზე კომპოზიტორთა კავშირის მიერ მერი დავითაშვილის სახელობის ახლად დაარსებული პრემია გადაეცა კომპოზიტორ კახა ცაბაძეს. გაიმართა ფილმის ჩვენებაც სახელწოდებით „და ესე გავხდი საბავშვო“ ჩვენებაც. ფილმი საბავშვო კომპოზიტორის, ცხოვრებასა და მუსიკალურ შემოქმედებას ასახავს.