“ახალი სივრცე”-საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ - შოუ

10 აგვისტო 2017, 00:00 3374 ნახვა

ახალი პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში. დღეიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ - შოუ ''ახალი სივრცე'' იწყება. სტუდიაში მოწვეული სტუმრები სხვადასხვა თემატიკის საკითხს განიხილავენ, წინასაარჩევნო რეჟიმში კი გადაცემა სრულად თვითმმართველობის არჩევნებს დაეთმობა.

აუდიტორიის სტუმრები იქნებიან როგორც სამთავრობო და მესამე სექტორის წარმომადგენლები, ასევე აქტიური მოქალაქეები, რომელთაც შანსი ექნებათ საკუთარი მოსაზრება ღია ეთერში დააფიქსირონ. თოქ - შოუს წამყვანი ირინა ყურუაა. გადაცემა ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 10 საათზე გავა ეთერში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში