მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში რჩება

07 აგვისტო 2017, 00:00 1975 ნახვა

მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის  მხოლოდ კონსერვატიულ მკურნალობას საჭიროებს - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.  ბრალდებული კლინიკაში სასამართლო პროცესიდან გადაიყვანეს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.პატიმრობაში რჩება ირაკლი ჩხვირკიაც. ბრალდების მხარის განმარტებით, ღოღობერიძის შემთხვევაში საქმეში ახალი არსებითი გარემოება არ არის, რის საფუძველზე პატიმრობა გირაოთი შეიცვლებოდა.

პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარეს არ აქვს  სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც განმარტებული იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, გაუარესდა თუ არა ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პროკურატურა 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულს მანიპულაციასა და საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

მორიგი სასამართლო პროცესი 12 სექტემბერს 11 საათზე ჩაინიშნა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში