დეფაქტო ცხინვალმა 3 დღით საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. ,,სპუტნიკ ოსეთიას" ცნობით, გადაწყვეტილება 2008 წლის კონფლიქტის მემორიალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დეფაქტო ცხინვალმა მიიღო.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის პრეს -სამსახურის ინფორმაციით, დეფაქტო რესპუბლიკაში კონფლიქტის მეცხრე წლისთავს აღნიშნავენ. ე.წ. გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას 9 აგვისტოს დილის 7 საათიდან დაიწყებს.