ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ, ამ წუთებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობს, დაგეგმილია კონცერტიც. მემთეურებსა და სტუმრებს დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
შუამთობა ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას მაღალმთინ აჭარაში აღინიშნება იგი ძირითადად მესაქონლეობასთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება “შუამთობა”.