შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაში

06 აგვისტო 2017, 00:00 2096 ნახვა

სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ, 18-დან 20 საათამდე ბათუმში, 26 მაისის, გიორგი ბრწყინვალის, მელიქიშვილისა და პუშკინის ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ. ქობულეთში 10-დან 18 საათამდე სოფლებს აჭყვას, ხალას, ჩაისუბანსა და გორგაძეებს.

ხელვაჩაურში 10-და 19 საათამდე სოფლებს ჩიქუნეთს, ჩხუტუნეთსა და აღმართს. შეზღუდვებია აჭარაში მაღალმთიანეთშიც 10-დან 18 საათამდე სოფლებს ფურტიოს, შუბანს, ოლადაურს, ახოს, ცხმორისს, გულებსა და ძენწმანს შუქი არ მიეწოდება.

ამავე კატეგორიაში